თბილისის საქალაქო სასამართლოში ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის შესავალ სიტყვას მოისმენენ. საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ ერთ-ერთი ბრალდებული ნატალია ილიჩოვა და მისი ადვოკატები. დღევანდელ პროცესს ასევე ესწრებიან მეორე ბრალდებული ივერი მელაშვილი და მისი ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე.

გიორგი მშვენიერაძის თქმით, შესავალი სიტყვების მოსმენის შემდეგ სასამართლო მტკიცებულებათა განხილვის ეტაპზე გადავა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება.

„დღეს გრძელდება შესავალი სიტყვები. წინა პროცესზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა საკუთარი შესავალი სიტყვა, ასევე მსგავსი საშუალებით ვისარგებლეთ ივერი მელაშვილის ადვოკატებმა. დღეს ნატალია ილიჩოვას ადვოკატები წარმოადგენენ საკუთარ შესავალ სიტყვას და ამის შემდგომ, პროცესი გადავა მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, რაც მათ შორის გულისხმობს მოწმეთა გამოკითხვას. ალბათ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი“, - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მსვლელობის პარალელურად ელოდებიან მათ მიერ მოთხოვნილი ექსპერტიზის ოთხ დასკვნას, რომელიც საქმის სირთულის გამო დროში არის გაწელილი.

„ველოდებით რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც დანიშნულია, თუმცა საქმის სირთულის გამო დროში არის გაწელილი. ველოდებით არანაკლებ ოთხი ექსპერტიზის დასკვნას, რომელთა ნაწილიც შეეხება 1:200 000- იანი მასშტაბის, ხიდაშელის რუკების ვარგისიანობასთან დაკავშირებით, რომელი კითხვაც არ დაუსვამს პროკურატურას არც ერთ ეტაპზე ექსპერტებისთვის”, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში