ნინო ლომჯარია - თუ რომელიმე მხარე არ განაცხადებს მზაობას გადადგას ნაბიჯები, საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება ექნება,  იცოდეს, ვინ იყო ეს  პარტია

მზად ვარ მხარეებს შევხვდე, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე მედიატორებს - ველოდები, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მხარეებს შორის მოლაპარაკების შესახებ ძალიან ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობს, ამიტომ რაღაც ეტაპზე კარგი იქნება, თუ გარკვეული საკითხები გასაჯაროვდება.

„მზად ვარ მხარეებს შევხვდე, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე მედიატორებს. მათთან ცალკეული შეხვედრები, კომუნიკაცია მქონდა. იმ 6-პუნქტიან ჩარჩო შეთანხმებაში, რომელიც ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა მხარეებს წარუდგინა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, რაც ძალიან მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტზე.

მე ველოდები, რომ შეთანხმება მიღწეული უნდა იქნას. თუ რომელიმე მხარე ქვეყნისთვის არსებითად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით არ განაცხადებს მზაობას, გადადგას ნაბიჯები, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საზოგადოებას ძალიან ლეგიტიმური უფლება ექნება, იცოდეს ვინ იყო ეს პოლიტიკური პარტია. რაღაც ეტაპზე კარგი იქნება, გარკვეული საკითხები მოლაპარაკების შესახებ საზოგადოებაში გასაჯაროვდეს. ძალიან ბევრი სპეკულაციები ხდება, ხოლო საზოგადოებას შეთანხმება უნდა“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს, გვიან ღამით ჩამოვიდა. დანიელსონი 28 მარტს უკვე შეხვდა საქართველოში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან მედიაციის პროცესს კი ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს