ნინო ლომჯარია „ასტრაზენეკას" ვაქცინით საჯაროდ აიცრა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ასტრაზენეკას" ვაქცინით საჯაროდ აიცრა.

ლომჯარიამ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ვაქცინაცია ეკუთვნის, აქტიურობისკენ მოუწოდა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, როდესაც 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა, თავად მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მზად იყო აცრისთვის, რათა კამპანიას შეერთებოდა.

„დღეს მე „ასტრაზენეკას" ვაქცინით ავიცერი. მინდა მოვუწოდო, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეკუთნის ამ ვაქცინით აცრა, რომ იაქტიურონ და მინდა კიდევ ერთხელ ამ ვაქცინის მიმართ ჩემი ნდობა დავადასტურო", - განაცხადა ლომჯარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა