დავით სერგეენკო - იმედი მაქვს, ამ რაუნდში ოპოზიცია შეცვლის პოზიციას და რეალურ კომპრომისებზე იქნება საუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო იმედოვნებს, რომ მოლაპარაკების მეორე რაუნდში ოპოზიცია პოზიციებს შეიცვლის და გადაწყვეტილება რეალურ კომპრომისებზე იქნება.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, დიალოგთან დაკავშირებით მოლოდინი როგორც წინა რაუნდზე, ისე ახლაც, პოზიტიური აქვს.

„დამამახსოვრდა ერთ-ერთი ოპოზიციონერის ფრაზა - ჩვენი ერთადერთი კომპრომისი არის ის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ვსხედვართო. ასეთი რამ მიუღებელია და იმედი მაქვს, ამ რაუნდში ისინი შეიცვლიან პოზიციას და რეალურ კომპრომისებზე იქნება საუბარი და გადაწყვეტილება.

მიუღებელი იქნება ის, რომ რომელიმე მხარემ თქვას, მოლაპარაკება არის მხოლოდ მოლაპარაკებისთვის. შედეგი არის გადამწყვეტი",- განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად დამატებით 17 ოპოზიციონერი დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, სერგეენკო ამბობს, რომ „ახლა გამოჩნდება, რაზე არიან ისინი ორიენტირებულები".

„ახლა გამოჩნდება ამ ადამიანებს პარტიული ინტერესები ამოძრავებთ, თუ ქვეყნის",- განაცხადა სერგეენკომ.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა