ივერი მელაშვილი - არც მე და არც ნატალია ილიჩოვა იოტისოდენად დამნაშავეები არ ვართ, ჩვენ თუ რამე გვიკეთებია, მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე

ამ საქმეში არც მე და არც ნატალია ილიჩოვა იოტისოდენად დამნაშავეები არ ვართ, ჩვენ თუ რამე გვიკეთებია, მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, რომელზეც დაცვის მხარის შესავალ სიტყვას ისმენენ.

მისივე თქმით, როგორც თავიდანვე ახლაც დარწმუნებულია, რომ ეს საქმე პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და ქართული მხარის ინტერესების საზიანოდ არის მოწყობილი.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ საქმეში არც მე და არც ნატალია ილიჩოვა იოტისოდენად დამნაშავეები არ ვართ, ჩვენ თუ რამე გვიკეთებია მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ბინძური ბრალდება იყო წამოყენებული. როგორც თავიდანვე, ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ემსახურება პოლიტიკურ მიზნებს და ქართული მხარის ინტერესების საზიანოდ არის მოწყობილი”, - აღნიშნა ივერი მელაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის შესავალ სიტყვას მოისმენენ. საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ ერთ-ერთი ბრალდებული ნატალია ილიჩოვა და მისი ადვოკატები. პროცესს ასევე ესწრებიან მეორე ბრალდებული ივერი მელაშვილი და მისი ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო