ირაკლი ღარიბაშვილი - ანტისახელმწიფოებრივმა წარმომადგენლებმა უნდა შეცვალონ და დაასრულონ საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ - ხალხი დაიღალა უკვე

ნიკა გვარამია ზოგადად არის ეტალონი სიძულვილის, ბოროტების, ღვარძლის ნთხევის და დღეს გახდა მოსიყვარულე?! ამ ანტისახელმწიფოებრივმა წარმომადგენლებმა უნდა შეცვალონ და დაასრულონ საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ - ხალხი დაიღალა უკვე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას მოწოდებას, რომ დასრულდეს სიძულვილის ენით საუბარი.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყოველთვის მზად არის და მიესალმება რიტორიკის შეცვლის მცდელობას.

„ხალხი დაიღალა უკვე და აღარ აქვს ამის მოთმენის უნარი, არც სურვილი და ჩვენ გვაქვს უამრავი საქმე. რატომ უნდა ვილაპარაკო გვარამიაზე, როცა ამდენი საქმე მაქვს გასაკეთებელი?! რიტორიკას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ყოველთვის და მივესალმებით რიტორიკის შეცვლის მცდელობას და ჩვენი მხრიდან ეს პირდაპირპროპორციულად იქნება ასახული“, - განაცხადა პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა