ნათია თურნავა გიორგი გახარიაზე - ჯერ მოვიდეს პოლიტიკაში და მერე მოგახსენებთ ჩვენ აზრს

მე არ მინდა სპეკულაციები ამ თემაზე, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას იმასთან დაკავშირებით, ჩათვლის თუ არა ის ყოფილ პრემიერ - მინისტრს, გიორგი გახარიას თავის მოწინააღმდეგედ.

როგორც თურნავამ განაცხადა, გახარია ჯერ პოლიტიკაში უნდა მოვიდეს და თავის მოსაზრებას მხოლოდ ამის შემდეგ დააფიქსირებს.

გიორგი გახარია წლების განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის წევრი და ბევრი კარგი გადაწყვეტილების თანამონაწილე. ჯერ მოვიდეს და მერე მოგახსენებთ ჩვენ აზრს. ჯერ არ ვიცით რა პლატფორმით მოდის და რა იქნება მისი ძირითადი მიმართულება“, - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრა გიორგი გახარიამ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ განაცხადა, რომ მიუხედავად უამრავი ჭორისა, ის არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის, არც პოლიტიკიდან მიდის.

„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ. რეალურად გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლეს პერიოდში, ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის დღეს რისი თქმაც მინდოდა, დროებით, მალე შევხვდებით. ყველა კითხვას როგორც ყოველთვის წარსულში, პასუხები გაეცემა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 18 თებერვალს დატოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა