Global Banking & Finance Review-ის დაჯილდოებაში ბიზნესისთვის საუკეთესო სადაზღვევო სერვისების მიმწოდებელ კომპანიად საქართველოში „ალდაგი“ დასახელდა

Global Banking & Finance Review-ის დაჯილდოებაში ბიზნესისთვის საუკეთესო სადაზღვევო სერვისების მიმწოდებელ კომპანიად საქართველოში „ალდაგი“ დასახელდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სადაზღვევო კომპანიიდან აცნობეს, Global Banking & Finance Review საერთაშორისო მედიაპლატფორმაა, რომელიც 2011 წლიდან კომპანიებს სხვადასხვა ინდუსტრიებში აჯილდოებს.

მათი განმარტებით, „ალდაგმა“ საუკეთესო სადაზღვევო კომპანიის სტატუსი კომერციულ სეგმენტში მოიპოვა, რაც ბიზნესისთვის გაწეულ საუკეთესო სადაზღვევო მომსახურებას ნიშნავს.

„ალდაგი“ პირველი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაფუძნდა. დღეს კორპორატიული ბაზრის 33%-ს ფლობს. ემსახურება სხვადასხვა ინდუსტრიებში მოქმედ მსხვილ, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს და ბიზნესს პროდუქტების დივერსიფიცირებულ არჩევანს სთავაზობს.

გასული წლის განმავლობაში „ალდაგმა“ ბიზნესის მომსახურებაში ახალი მიდგომები დანერგა და პირველად საქართველოში ბიზნესს რისკების შეფასებასთან და დაზღვევასთან დაკავშირებით პროფესიონალური კონსულტაციები შესთავაზა. გარდა ამისა, ახალი მიდგომების შესაბამისად, შეიქმნა ინდუსტრიებზე მორგებული სადაზღვევო გადაწყვეტები, რაც კორპორატიული ბაზრისთვის სრულიად ახალი მიდგომაა“,-აღნიშნულია სადაზღვევო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„30 წლის გამოცდილება რისკების მართვასა და ბიზნესთან ურთიერთობაში გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ საიმედო და სტაბილური პარტნიორი კომპანიებისთვის, დავეხმაროთ მათ რისკებთან დაკავშირებული სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და საუკეთესო სადაზღვევო სერვისების მიღებაში“,- განაცხადა „ალდაგის“ კორპორატიული დაზღვევის დირექტორმა, დავით ეჯიბიამ.

სადაზღვევო კომპანიის ცნობით, „ალდაგი“ საქართველოშიკორპორატიულ დაზღვევაში ინოვაციის კუთხით ლიდერია.

„ალდაგმა“ არაერთი სადაზღვევო პროდუქტი საქართველოში პირველმა დანერგა. მხოლოდ 2020 წელს კორპორატიული კლიენტებისათვის ანაზღაურებული თანხა 65 მლნ ლარს შეადგენს. „ალდაგის“ საერთაშორისო პარტნიორებს შორის არიან მსოფლიოში უმსხვილესი გადამზღვევი კომპანიები: HANNOVER RE, TRANS RE, SWISS RE, Generali, Zurich, AXA XL, AIG და LLOYD’S OF LONDON“,-აღნიშნულია სადაზღვევო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით