საქართველოში ავსტრიის საელჩო  - ავსტრია სრულად უჭერს მხარს კრისტიან დენიელსონს და იმედოვნებს, რომ მხარეები  კრიზისის დასაძლევად პოლიტიკურ ნება-სურვილს გამოხატავენ

საქართველოში ავსტრიის საელჩო ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, მედიატორ კრისტიან დანიელსონის მორიგ ვიზიტს ეხმაურება და იმედოვნებს, რომ მხარეები კრიზისის დასაძლევად პოლიტიკურ ნება-სურვილს გამოხატავენ.

„ავსტრია სრულად უჭერს მხარს კრისტიან დენიელსონს და გულწრფელად იმედოვნებს, რომ ყველა მხარე გამოხატავს აუცილებელ პოლიტიკურ ნება-სურვილს ღრმა კრიზისის დასაძლევად“, - აღნიშნულია საქართველოში ავსტრიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, მედიატორი კრისტიან დანიელსონი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ დღეს ის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი კვირას, 28 მარტს უკვე შეხვდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და მათგან კრიზისის დაძლევის გზებზე პოზიცია მოისმინა. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დგენანი ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა