აკაკი ბობოხიძე -  „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც  იძულების გარდა სხვა ენა არ ესმის

„ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც იძულების გარდა სხვა ენა არ ესმის. ამას ადასტურებს ღარიბაშვილის დღევანდელი პოზიციაც, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლის თანახმადაც, „ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული“.

აკაკი ბობოხიძის თქმით, „ქართული ოცნება“ არ არის ის ძალა, რომელთანაც ცივილიზებული ენით საუბარი შეიძლება.

„ღარიბაშვილმა ეს ყველაფერი დანიელსონს უთხრას და იმედი მაქვს, რომ ეტყვის. რაც უფრო მალე ეტყვიან მსგავს ტექსტებს დანიელსონს, მით უფრო მალე დარწმუნდებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ დროა გადავიდეთ „ქართულ ოცნებასთან“ იძულების მეთოდებზე იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც იძულების გარდა სხვა ენა არ ესმის. ამას ადასტურებს ღარიბაშვილის დღევანდელი პოზიციაც. რაც უფრო ინტენსიურად წავა ეს პროცესი და რაც უფრო მალე გამოჩნდება, რომ „ქართული ოცნება“ არ არის ის ძალა, რომელთანაც შეიძლება ცივილიზებული ენით საუბარი, მით უფრო მალე დასრულდება პროცესები და პრობლემები ქართველი ხალხის და ოპოზიციის სასარგებლოდ. ზუსტად ის ხდება, რაზეც ჩვენ ვაფრთხილებდით და ვეუბნებოდით ჩვენს პარტნიორებს, რომ ამ პოლიტიკურ პარტიას ესმის მხოლოდ ძალისმიერი ლაპარაკი და არა, სხვა რამ“, - განაცხადა აკაკი ბობიხიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგება. ამავდროულად, პრემიერი განმარტავს, რომ „ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული და პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა