რატი იონათამიშვილი - სააკაშვილი არის შემქმნელი დანაშაულებრივი სისტემის, ხოლო ივანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა სამართლებრივ სახელმწიფოს, დაუშვებელი და მინიმუმ უხერხულია ტოლობის ნიშნის დასმა

კრიმინალებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან არ სხდებიან. მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი, რომლის დანაშაულებრივ საქმიანობაზე არის საუბარი როგორც ქართული სასამართლოების, ასევე სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი არის შემქმნელი დანაშაულებრივი სისტემის, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა სამართლებრივ სახელმწიფოს, დაუშვებელი და მინიმუმ უხერხულია ტოლობის ნიშნის დასმა.

„სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც განსაკუთრებული სიძულვილის ენით გამოირჩევა დასავლეთის მიმართ, ის ყველაზე ნეგატიურად არის განწყობილი მოლაპარაკებების პროცესისადმი. სააკაშვილი არის შემქმნელი დანაშაულებრივი სისტემის, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა სამართლებრივ სახელმწიფოს, დაუშვებელი და მინიმუმ უხერხულია“,- განაცხადა იონათამიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა