ნათია თურნავა  - „ენგურჰესის“ გარეშე ჩვენი სუვერენიტეტი  კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა

ენგურჰესი ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტოსადგურია, რომელიც განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, „ენგურჰესის“ გარეშე ჩვენი პოლიტიკური სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრი ჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

თურნავას ინფორმაციით, სამუშაოები დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ბოლო 20 წელია, ასეთი მასშტაბური რეაბილიტაცია ენგურჰესზე არ განხორციელებულა - კერძოდ კი, დაახლოებით 50 მილიონი ევროს ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაისის დასაწყისში დასრულდება. მაისი არის წყალუხვობის პერიოდი და ენგურჰესის გამომუშავება ძალიან დიდი წვლილია საერთო ეროვნულ გამომუშავებაში და მოხმარებაში. მოგეხსენებათ, რომ ენგურჰესი თითქმის ნახევარი საუკუნეა არსებობს. ეს არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე, რომელიც ჩვენ წინა თაობებმა დაგვიტოვეს", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ენგურჰესი არის ობიექტი, რომელიც აერთიანებს მთელ ქვეყანას და სრულიად საქართველოს ემსახურება, მათ შორის აფხაზეთის მოსახლეობას.

„ის ემსახურება სრულიად საქართველოს, ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს და ეს არის ჩვენი ერთობლივი სიმდიდრე. ჩვენი თაობა, ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ შემდგომშიც გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ავაშენოთ ახალი ჰიდროსადგურები, დაფუძნებული ადგილობრივ რესურსზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია , განვავითაროთ მცირე ენერგეტიკაც - ქარის, მზე, მწვანე წყალბადის ტექნოლოგია, მაგრამ უნდა ავაშენოთ ენგურის მსგავსი მსხვილი, კაშხლიანი და წყალსაცავიანი ჰიდროსადგურები, მათ შორის, ნამახვანი, ხუდონი, ნენსკრა. ეს არის მთლიანობაში გარანტია, რომ მომავალშიც არასოდეს არ ვიქნებით ჩვენს სამეზობლოზე დამოკიდებულები იმპორტის თვალსაზრისით და ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას, ჩვენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას არაფერი დაემუქრება“, - განაცხადა მინისტრმა.

„ენგურჰესის“ მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვრის თვეში დაიწყო. ჰესის ხუთივე აგრეგატი სადერივაციო გვირაბში აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით 2021 წლის 20 იანვარს გაჩერდა.

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
კახა ოქრიაშვილი - 2021 წელს 43%-იანი პლებისციტის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ დასრულებულა
„ლუტეცია ჯგუფი“ ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდს აარსებს
ახალი სერვისი არააქტიური მოპოვების ლიცენზიის მფლობელებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“