ირაკლი კობახიძე კუბილიუსის განცხადებაზე - როცა ივანიშვილს და სააკაშვილს ერთი და იგივე ტონალობაში ახსენებ, რბილად რომ ვთქვათ, სპეკულაცია და შეურაცხყოფაა

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადება სპეკულაცია და შეურაცხყოფაა.

„როცა საუბარია იმაზე, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა ისხდნენ თურმე ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ საააკშვილი, ეს რა თქმა უნდა, სინამდვილის გამრუდებაა, მისი მცდელობაა სხვადასხვა თვალსაზრისით. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არის გასული. შესაბამისად, ეს სპეკულაციური განცხადებაა, პირდაპირ ასე ვიტყოდი, როდესაც პოლიტიკიდან გასულ ადამიანზე ამბობ, რომ უნდა შემობრუნდეს პოლიტიკაში და მოლაპარაკების მაგიდასგან დაჯდეს. ბუნებრივია,ასეთი განცხადებების გაკეთება სწორი არ არის.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ერთ მხარეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც დანაშაულებრივი სისტემა შექმნა, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ისმხვერპლა. ასევე ჯანმრთელობა, ბიზნესი, ღირსება და დაგვაკარგვინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%.

მეორე მხარეს არის ადამიანი, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში ეს დანაშაულებრივი სისტემა აღკვეთა და საქართველოს მოაშორა. როდესაც ამ ორ ადამიანს ერთი და იგივე ტონალობაში ახსენებ, რბილად რომ ვთქვათ, სპეკულაციაა და შეურაცხყოფაა“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარებისთვის უფრო ეფექტიანი იქნება, თუ ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი დაელაპარაკება რეალურ ლიდერებს, რომლებიც დღემდე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ.

„გაცილებით ეფექტური იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ლიდერები არ არიან, მაგრამ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კვლავ ლიდერები არიან მათი პოლიტიკური პარტიების, მათ აიღონ პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებებში, რათა ღიად განაცხადონ თავიანთი ხედვები, რისი მიღწევა სურთ. მზად არიან თუ არა კომპრომისისთვის. მზად არიან თუ არა პრობლემის მოგვარებისთვის", - თქვა კუბილიუსმა "ფორმულას" ეთერში.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება