„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან „წინსვლას“ წევრებსა და პარტიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა

მოძრაობა "წინსვლას” წევრები, რომლებმაც დღეს "ევროპული საქართველოსა" და "ლეიბორისტული პარტიის" ოფისებთან აქცია გამართეს, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ.

მოძრაობის წევრებს შენობაზე სტიკერების გაკვრა სურდათ, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა შენობის ეზოში არ შეუშვეს, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს განუმარტეს, რომ ეს არის კერძო ტერიტორია და ისინი არ მისცემენ მათ ეზოში შესვლის და შენობაზე სტიკერების გაკვრის უფლებას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს