„ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს

პარტია "ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიატორ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დანიელსონის წინადადებებს გუნდთან ერთად განიხილავს.

"ჩვენ გარკვეულ საკითხებზე პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ, გარკვეულ საკითხებზე დღეს მოგვიანებით, მომდევნო შეხვედრისას დავაფიქსირებთ პოზიციას. გვექნება დამატებითი განხილვა, მათ შორის, პოლიტსაბჭოს ფორმატში და იქ დამატებით შევჯერდებით პოზიციებზე", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ლიდერების განმეორებითი შეხვედრა კრისტიან დანიელსონთან 18:00 საათზეა ჩანიშნული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო