გრიგოლ გეგელია -  „ქართული ოცნების" რადიკალური რიტორიკა ააშკარავებს ხელისუფლების ნამდვილ მიზანს, რაც არის მედიაციის წარუმატებლად დასრულება

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ გეგელიას შეფასებით, „ქართული ოცნება" ისტერიული შიშით ებღაუჭება უსამართლოდ მოპოვებულ ძალაუფლებას.

მისი განცხადებით, თუ „ქართული ოცნება" კრიზისის გადაჭრას არ შეეცდება, ისტორიაში შევა, როგორც საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების და კეთილდღეობის გამანადგურებელი ხელისუფლება.

როგორც გეგელიამ აღნიშნა, „ქართული ოცნების" რადიკალური რიტორიკა ააშკარავებს ხელისუფლების ნამდვილ მიზანს, რაც არის მედიაციის წარუმატებლად დასრულება.

„სხვა ვინ გამოიწვია მედიაციის პირველი რაუნდის წარუმატებლობა, თუ არა ამ ხელისუფლების ქცევამ? უკლებლივ ყველა მიმართულებით მათ უკან დაიხიეს დანიელსონის შეთავაზებებიდან და შეუძლებელი გახადეს შეთანხმების მიღწევა.

„ქართული ოცნება" ისტერიული შიშით ებღაუჭება უსამართლოდ მოპოვებულ ძალაუფლებას. მას ეშინია თავისივე ხალხის ხმის, რეფერენდუმის, არჩევნების. საზოგადოებრივი მანდატის გარეშე მოქმედ ხელისუფლებას საჯარო გამოცდის ეშინია.

დღეს ხელისუფლების ამ ეგოისტურ შიშს ეწირება ქართველი ხალხის კეთილდღეობა და მომავალი. თუკი "ქართული ოცნება" არ იქნება ისევე მონდომებული, როგორც ჩვენ ვართ, რომ კრიზისი გადაიჭრას და პოლიტიკური სტაბილურობა მივიღოთ, იგი ისტორიაში შევა, როგორც საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების, განვითარების და კეთილდღეობის გამანადგურებელი ხელისუფლება, რომელმაც საქართველო რყევებისთვის გაწირა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას, ნუ გაურბის თავის ხალხის ხმას, საბოლოო ვერდიქტის გამოტანის მექანიზმი დაუყონებლივ გადაეცეს სწორედ ამ უმაღლეს არბიტრს, საქართველოს ხალხს. ეს არის ევროპული, დემოკრატიული გამოსავალი ამ კრიზისიდან“,-აცხადებს გეგელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა