დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ვიდრე ნიკა მელიას საკითხი არ მოგვარდება, ის მოლაპარაკებების აზრს ვერ ხედავს

„ტრიბუნას“ ლიდერის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას საკითხი არ მოგვარდება, ის მოლაპარაკებების აზრს ვერ ხედავს.

როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, თუ 15 მაისამდე ნიკა მელიას არ გამოუშვებებნ, 15 მაისის აქცია მხოლოდ ერთი, მელიას გათავისუფლების მოთხოვნით უნდა ჩატარდეს.

„სასამართლო ნიკა მელიას გირაოს არ ითხოვს, სასამართლომ მელიას მიუსაჯა! გირაოს „ოცნების“ ხელისუფლება ითხოვს და ახლა გაუგებარ ზღაპრებს გვიყვებიან. ვიდრე ეს საკითხი არ გასწორდება, მოლაპარაკების აზრს საერთოდ ვერ ვხედავ! ხოლო თუ დანიელსონი მეორედაც ისე წავა საქართველოდან, რომ მელია ისევ ციხეში დარჩება, ეს იქნება ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდი შეურაცხყოფა. რადგან ამ ლოგიკით, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ნებისმიერი ოპოზიციონერი ლიდერი უკანონოდ მოიტაცოს, მერე აბსურდული ბრალდებები წაუყენოს და უფრო აბსურდული გირაო მოითხოვონ. მოკლედ, 15 მაისამდე ნიკა მელიას თუ არ გამოუშვებებნ, 15 მაისის აქცია მხოლოდ ერთი, მელიას გათავისუფლების მოთხოვნით უნდა ჩატარდეს“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა