დავით ზილფიმიანი - ზოგიერთმა ხუმრობად მიიღო, მაგრამ შეიძლება სახე რომ შეუნარჩუნდეს ყველას, ევროპამ გადაწყვიტოს ნიკა მელიას ფული გადაუხადოს

ზოგიერთმა ხუმრობად მიიღო, მაგრამ შეიძლება სახე რომ შეუნარჩუნდეს ყველას, ევროპამ გადაწყვიტოს ნიკა მელიას ფული გადაუხადოს,- ამის შესახევ „ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ ჯერზე მედიატორები მაგიდაზე კონკრეტულ რეკომენდაციებს დადებენ.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ ეს თემა, რიგგარეშე არჩევნების თემა, პრაქტიკულად არ განიხილება, ამას ამბობს „ოცნება". რეალობასაც ხომ უნდა გავუსწოროთ თვალი. ჩვენ რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ, თუ ასე მოხდება, რიგგარშე არჩევნებზე ნათქვამი გვაქვს უკვე ჩვენი პოზიცია, მაგრამ რეალობის ჩარჩოს ხომ არ უნდა გავცდეთ? ზოგიერთმა ხუმრობად მიიღო, მაგრამ შეიძლება სახე რომ შეუნარჩუნდეს ყველას, მოხდეს ესეთი რამ, რომ ევროპამ გადაწყვიტოს ფული გადაუხადოს, რაღაც სახით მოხდეს ფულის გადახდა. სხვა რომ უხდის ამაზე რაღაც აგრესია თუ არსებობს, შეიძლება მეგობრისგან მიღებული დახმარება ნაკლებად იქნას აღქმული აგრესიულად“, - განაცხადა ზილფიმიანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო