ლევან იოსელიანი - მგონი, ევროკავშირი უპასუხოდ არ დატოვებს იმ ადამიანების მცდელობას, ვინც მოლაპარაკებების ჩაშლას შეეცდება

პარტია "მოქალაქეების" ერთ - ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი არ გამორიცხავს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანეილსონთან მოლაპარაკებების მაგიდასთან შესაძლოა, შეთავაზებებში ერთ - ერთი ვარიანტი იყოს "რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის მოხსნა პატიმრების თავისუფლების სანაცვლოდ".

იოსელიანის თქმით, ამას პაკეტში უნდა მოჰყვებოდეს სასამართლო რეფორმები.

"მგონია, რომ ძალიან საინტერესო მოლაპარაკებები დაიწყება, სადაც კრისტიან დანიელსონი განსხვავებულად წარმართავს ამ მოლაპარაკებებს. მას ექნება დღის წესრიგი, რომლის გვერდის ავლა, ძალიან გაუჭირდება ორივე მხარეს. მაგიდის აყირავების ძალიან პატარა შესაძლებლობა იქნება და თუ ვინმე ამას მაინც გააკეთებს, მას ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. ამ ფასს გადაიხდიან ის პოლიტიკოსები, ვინც ეცდება, პოლიტიკური პროცესის ჩიხში შეყვანას, მაგრამ მგონი, ევროკავშირი უპასუხოდ არ დატოვებს იმ ადამიანების მცდელობას, ვინც მოლაპარაკებების ჩაშლას შეეცდება", - განაცხადა იოსელიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა