ლევან იოსელიანი - სასამართლოს სჭირდება იმ მოსამართლეების ჩამოცილება, ვის მიმართაც მოქალაქეებს ნდობა არ აქვთ და ვისი გამოისობითაც სასამართლო სისტემას სახელი აქვს შელახული

სასამართლოს სჭირდება იმ მოსამართლეების ჩამოცილება, ვის მიმართაც მოქალაქეებს არ აქვთ ნდობა და ვის გამოისობითაც სასამართლო სისტემას ასე აქვს სახელი შელახული,- ამის შესახებ "მოქალაქეების" ერთ- ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის თქმით, წარმოდგენილი ცვლილებები, ფრაგმენტული და ერთჯერადია.

მისი განცხადებით, ინიცირებული პროექტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესში ცვლილებებს გულსხმობს, სინამდვილაში მოლაპარაკებებს ხელს უშლის, რადგან მაგიდაზე დევს შესაძლებლობა, რომ სასამართლოზე უფრო ფართო შეთანხმება იყოს მიღწეული.

"სასამართლო რეფორმას სჭირდება ფუნდამენტური ცვლილებაა. ცვლილებები, რაც არის წარმოდგენილი, არის ფრაგმენტული, ერთჯერადი ცვლილებები, რომლიც სისტემას არანაირად არ ცვლის. მითუმეტეს, იცით, მოლაპარაკების მაგიდაზე დევს შესაძლებლობა, რომ სასამართლოზე უფრო ფართო შეთანხმება იყოს მიღწეული და ეს გულისხმობს სხვა ტიპის ცვლილებებს, ამიტომ მე შევთავაზე დღეს, რომ თავი შეეკავებინათ ამ ტიპის დაჩქარებული ცვლილებებისგან, როცა ამის საჭიროება ამ წუთში, ამ კონტექსტში არ არის. თორემ ზოგადად, ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ რაც აქვს განზრახული, თავის გეგმას მიჰყვებიან, არ იქნა ჩემი მოსაზრება გაზიარებული და ვთვლი, რომ ეს მოლაპარაკებას არა თუ ხელს უწყობს, არამედ ხელს უშლის ახლა ასეთი ცვლილებების შეტანა და წარმოჩენა, რომ თითქოს სასამართლოში ყველაფერი კარგად არის, სინამდვილეში, სასამართლოში ყველაფერი ცუდად არის,"- განაცხადა იოსელიანმა.

"საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის საფუძველზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისათვის წარდგენის წესში ცვლილებები ხორციელდება, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იქმა წარდგენილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა