კლასტერული აკრედიტაციის პილოტირება დაიწყო

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სსიპ-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სსიპ-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების მიზანია, ევროკავშირის დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის ხელშეწყობით კლასტერული აკრედიტაციის პროცედურების პილოტირება, რომლის ფარგლებშიც ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების პროგრამებზე განმავითარებელი შეფასება განხორციელდება.

მათივე ინფორმაციით, პილოტირების პროცესში ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები დიდი ბრიტანეთიდან, ესტონეთიდან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან. შეფასების პროცესში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები და დამსაქმებლები.

„პილოტირების პროცესის დასრულების შემდეგ განზოგადებული შედეგები საჯაროდ იქნება განხილული ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.

პილოტირების შედეგები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან მიღებული მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება კლასტერული აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების დაგეგმვისა და იმპლემენტაციის ეტაპზე“, - აღნიშნულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს