ეროვნული ბანკი - საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 20.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 20.3 მლრდ აშშ დოლარი (66.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2020 წლის მშპ-ს 127.7 პროცენტია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 640.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 328.3 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, საკურსო ცვლილებების გამო - 276.4 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად - 34.1 მლნ. აშშ დოლარით და 1.2 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა 9.7 მლრდ აშშ დოლარი (31.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს 61.3%. რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 7.4 მლრდ აშშ დოლარი (24.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 46.8%), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 583.2 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.7%), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 802.7 მლნ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.1%) და 923.6 მლნ აშშ დოლარი (3.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.8%).

სებ-ის ცნობით, საბანკო სექტორის საგარეო ვალმა 4.4 მლრდ აშშ დოლარი (14.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.7 პროცენტი) შეადგინა. სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.6 მლრდ აშშ დოლარი (15.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 29.1%) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.2 მლრდ აშშ დოლარი (10.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.4%). მთლიანი საგარეო ვალის 92.1% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

„საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 12.2 მლრდ აშშ დოლარი (40.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2020 წლის მშპ-ს 77.0 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.8 მლრდ აშშ დოლარია (19.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 36.5 პროცენტია.

2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 125.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 115.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 10.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2020 წლის მეოთხე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 583.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 207.4 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს