ლევან რატიანის განცხადებით, მის კლინიკაში შეყვანისას ექთანი მეგი ბაქრაძე გარდაცვლილი არ იყო და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, ახალციხიდან მის კლინიკაში შეყვანისას ექთანი მეგი ბაქრაძე გარდაცვლილი არ იყო და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც რატიანმა ბრიფინგზე განაცხადა, მეგი ბაქრაძის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას კრიტიკული იყო, თუმცა, გულისცემა და არტერიული წნევა შესაბამისი პრეპარატებით ნარჩუნდებოდა.

„ამ მტკივნეულ და სენსიტიურ საკითხზე არ ვაპირებდი არანაირი განცხადების გაკეთებას. მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს სიმართლე, რომ რაც ვრცელდება სოციალურ ქსელებში არ წარმოადგენს არანაირ ჭეშმარიტებას - რომ ქალბატონი მეგი, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს 18 მარტს, ის იყო სამწუხაროდ, მიცვალებული. ეს წარმოადგენს ჭეშმარიტ სიცრუეს. კიდევ ერთხელ მინდა მინდა ოჯახს მივუსამძიმრო. მართალია ვერაფერი დააოკებს ამ ტკივილის გადალახვას, მაგრამ ღმერთმა გამძლეობა მისცეთ.

ქალბატონი მეგი კატასტროფის ბრიგადის მიერ გადმოყვანილ იქნა 19:45 საათზე ჩვენს კლინიკაში. შემოყვანისას ის იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ჰემოდინამიკა იყო მკვეთრად არასტაბილური, რაც იმას ნიშნავს, რომ წნევის ამწევი პრეპარატების გარეშე ვერ ინარჩუნებდა ჰემოდინამიკას.

შემოყვანიდან რამდენიმე წუთში ჩემს მიერ და ქალბატონ ქეთის მიერ გასინჯული იყო პაციენტი. დაფიქსირდა, რომ იყო ჰემოდინამიკის მკვეთრი მოშლა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ის იყო გარდაცვლილი, ვინაიდან სიკვდილი დგება, როდესაც გული ჩერდება. ჩვენს კლინიკაში შემოყვანისას პაციენტთან იყო გულისცემა, იყო არტერიული წნევა შენარჩუნებული მეგადოზებით, იმ პრეპარატებით რაც იძლევიან წნევის აწევას. რაც შეეხება შემოსვლისას არსებულ მდგომარეობას, იყო კრიტიკული, შეუქცევადი. სამწუხაროდ, ეს გამოწვეული იყო ე.წ. პოსტრეანიმაციული დაავადებით, მყარი ვაზოპლეგიით. ამ შეუქცევადმა პროცესმა რამდენიმე საათში გამოიწვია საბოლოოდ გულის გაჩერება და ბიოლოგიური სიკვდილის დაფიქსირება", - განაცხადა რატიანმა.

რატიანის თქმით, სოციალურ ქსელში ბევრი გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება.

"მე ბებიის ლაპარაკს შევესწარი, შვილიშვილს ეუბნებოდა, დედა გადარჩებაო, თქვენ წარმოგიდგენიათ ეს ექიმისთვის რა ძნელი გადასატანია? გესმით? ჩვენც გვყავს ოჯახი. ცოტა შეურაცხმყოფელია. ობიექტურ დასკვნას დრო სჭირდება იმიტომ, რომ ბევრი კითხვაა ამოსაცნობი და ამ კითხვებზე პასუხი ჭეშმარიტებამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა რატიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა