გიორგი ვაშაძე - დესტრუქცია და ისევ დესტრუქციაა „ქართული ოცნების“ მხრიდან

დესტრუქცია და ისევ დესტრუქციაა „ქართული ოცნების“ მხრიდან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეაფასოს, რამდენად არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს აქვთ ქვეყანა ჩაბარებული, „როცა ისინი ყველა პროცესს აღიქვამდნენ ერთადერთ საკითხად - შეინარჩუნებენ თუ არა ქვეყნის ძარცვის ექსკლუზიურ უფლებას, რომელიც დღეს აქვთ გაყალბებული არჩევნებით მოპოვებული“.

„ძალიან ვწუხვარ და მე არასდროს მათ არ დავემსგავსები, არ ვიქნები ისეთივე დესტრუქციული, როგორიც ისინი არიან. მე მზად ვარ, მივიდე მოლაპარაკებებზე და ჩვენი გუნდის ობიექტური პოზიცია გავაცნო მედიაციის მხარეს“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა დაერქვას თავის სახელი.

„გულწრფელად ვამბობ, რომ საერთოდ ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა დაერქვას თავის სახელი. ვინ ფიქრობს ქვეყნის განვითარებისთვის და ვინ - ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ეს გასაჯაროვება, თუ ყველაფერი ჩაიშალა და არასწორად წავიდა პროცესი, სწორედ იმას შეუწყობს ხელს, რომ ლუსტრაცია მოხდეს ქართულ პოლიტიკაში, ვის აღელვებს თავის სახელმწიფო, სამშობლო და ვის აღელვებს ვიწროპარტიული ინტერესების დაცვა ქვეყანაში“, - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება სახალხო დამცველის მედიაციის პროცესში ჩართულობას, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ნინო ლომჯარიას მოლაპარაკებებში მონაწილეობა მისასალმებელია.

„რაც მეტი მხარე ჩაერთვება ამ პროცესში, კარგი იქნება. გარდა ამისა, სამოქალაქო სექტორის მოანწილეობის ფორმატიც უნდა გაფართოვდეს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს, გვიან ღამით ჩამოვიდა. დანიელსონი 28 მარტს უკვე შეხვდა საქართველოში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან მედიაციის პროცესი კი, დღეიდან განაახლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო