ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო რეფორმის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები ფუნდამენტურია და შეუძლებელია ვინმეს განსხვავებული აზრი ჰქონდეს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო რეფორმის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები ფუნდამენტურია და შეუძლებელია ვინმეს განსხვავებული აზრი ჰქონდეს.

როგორც კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მმართველი გუნდის ერთადერთი ჩვენი პასუხისმგებლობა მაქსიმალურად კონსტრუქციულობაა და ის, რომ ჰქონდეს ერთადერთი „წითელი ხაზი“ - სამართლიანობა.

„ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ საარჩევნო რეფორმაზე ცალსახად შეიძლება ითქვას და ამაზე ალბათ ყველა თანხმდება, რომ ეს საარჩევნო რეფორმა არის ფუნდამენტური. დღეს თუ სამი წევრით არიან წარმოდგენილი კომისიებში პარტიები, მათი წარმომადგენლობა იზრდება 8-მდე, ანუ თანაბარი წარმომადგენლობა იქნება ოპოზიციური პარტიების წევრებისა და პროფესიული ნიშნით განმწესებული წევრების. ერთის მხრივ, ეს გამორიცხავს საბოტაჟს - ოქმების დამტკიცებას ბუნებრივია დაბრკოლება არ უნდა შეექმნას, მაგრამ მეორე მხრივ, პროცესის გამჭვირვალობა არის გარანტირებული. ასევე, პირველად საქართველოს ისტორიაში არის შემოღებული 10%-იანი გადათვლის მექანიზმი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. რაც 1900%-ით გამორიცხავს ყოველგვარი მანიპულაციის რისკს საარჩევნო ადმინისტრირების პროცესში და ა.შ. ეს არის ფუნდამენტური რეფორმა. არაფერს ვამბობ სისტემის კუთხით ცვლილებებზე - მუნიციპალურ არჩევნებში იზრდება ოპოზიციის წარმომადგენლობა, საკრებულოებში ისეთი პროპორციით არის განსაზღვრული ახალი სისტემა. ასევე, ჩვენ ვთქვით, რომ მაქსიმუმ 3%-იანი იქნება ბარიერი მომდევნო არჩევნებისთვის. ეს ყველაფერი არის ფუნდამენტური ცვლილებები და ეს ნიშნავს ფუნდამენტურ საარჩევნო რეფორმას, რაზეც შეუძლებელია ვინმეს ჰქონდეს განსხვავებული აზრი“, - განაცხადა კობახიძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საჯარო პირობა დადო, რომ ოპოზიციასთან შეთანხმების თუ შეუთანხმებლობის შემთხვევაში ყველა ის პუნქტი და პარტიის მოსაზრება გასაჯაროვდება, რაზეც მოლაპარაკებების პროცესში იმსჯელებენ.

„ამის პირობა ახლავე შემიძლია დავდო საზოგადოების წინაშე, რომ იმის მიუხედავად, დაიდება თუ არა შეთანხმება, ჩვენ პუნქტებს გავასაჯაროებთ და რასთან დაკავშირებით რა პოზიცია გვქონდა, ესეც იქნება გასაჯაროვებული.

ჩვენი პასუხისმგებლობა არის ვიყოთ მაქსიმალურად კონსტრუქციულები, გვქონდეს ერთადერთი „წითელი ხაზი“ - სამართლიანობა. ეს არის ერთადერთი „წითელი ხაზი“ და ბოლომდე ვიმოქმედებთ ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად“, - განაცხადა კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს