ირაკლი კობახიძე - თითქმის ყველა საკითხთან დაკავშირებით უკვე გვაქვს მკაფიო პოზიციები, არის ერთი-ორი ნიუანსი, რომელსაც ჩვენი მხრიდან სჭირდება დაზუსტება

თითქმის ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გვაქვს მკაფიო პოზიციები, არის ერთი-ორი ნიუანსი, რომელსაც ჩვენი მხრიდან სჭირდება დაზუსტება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიატორ კრისტიან დანიელსონთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ისინი შეხვედრაზე დანიელსონისგან კონკრეტულ წინადადებებს ისმენენ.

„რა თქმა უნდა, წინადადებები აქვს მოდერატორს, მისი როლი არის ის, რომ კონკრეტული ახალი წინადადებები წამოაყენოს. ეს წინადადებები მუდმივად იცვლება, მათ შორის, გამომდინარე იქედან თუ ჩვენ რა პოზიციას ვაფიქსირებთ ამა თუ იმ წინადადებასთან დაკავშირებით. ეს არის სამუშაო პროცესი და ჩვენ ვისმენთ კონკრეტულ წინადადებებს დანიელსონის მხრიდანაც.

თითქმის ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გვაქვს მკაფიო პოზიციები. არის ერთი-ორი ნიუანსი და დეტალი, რომელსაც ჩვენი მხრიდან სჭირდება დაზუსტება. ამასაც დავაზუსტებთ და ამის შესაბამისად დავბრუნდებით დიალოგის რეჟიმში.

ჩვენი მხრიდან ალბათ, ხვალ გაგრძელდება კონსულტაციები და ჩვენს პოზიციებს გავაცნობთ პარტნიორებს“ , - განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს