მამუკა ხაზარაძე - როცა  „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ ორ საკითხზე საერთოდ ლაპარაკი არ არის, სწორედ ეს არის ულტიმატუმი -  შე დალოცვილო, მაშინ  რატომ ჩამოგყავს ეს ადამიანი?!

„ლელო საქართველოსთვის" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება ჩაიშალოს და მერე ეს ოპოზიციას დააბრალოს.

როგორც ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი არც კი განიხილება, „სწორედ ეს არის ის ულტიმატუმი, რომელსაც მოლაპარაკების პროცესი ჩიხში შეჰყავს“.

„ჩვენ აუცილებლად დავსხდებით მაგიდასთან, რაც არ უნდა ასეთი რადიკალური განცხადებები მოვისმინოთ. „ქართული ოცნების“ ამოცანა სწორედ ის არის, რომ მოლაპარაკება ჩაიშალოს და მერე ეს ოპოზიციას დაბრალდეს. „ლელო“ და დარწმუნებული ვარ, სხვა ოპოზიციური პარტიებიც მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდებით, მიუხედავად იმისა, რა განცხადებებიც დღეს მოვისმინეთ. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ არჩევნებზე საუბარი არ არის, მაშინ ჩვენ კი არ უნდა გვითხრან, უნდა გაუგზავნონ დეპეშა პრეზიდენტ მიშელს და უთხრან, ჩვენ არ გვინდა მოლაპარაკებების გაგრძელება, რადგან არჩევნების საკითხი 6 პუნქტიდან ერთ-ერთია“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, თუ ხელისუფლებას მოლაპარაკებების პროცესი ჩაშლისკენ მიჰყავს, შესაბამისი პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს.

„კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლის წინა დღეს, როცა მაღალი თანამდებობის პირები ამბობენ, რომ ორ საკითხზე საერთოდ ლაპარაკი არ არის, მაშინ, შე დალოცვილო, რატომ ჩამოგყავს ეს ადამიანი?! ჩვენ მაქსიმალური მონდომებით და მოთმინებით გავაგრძელებთ მოლაპარაკებას, რადგან ეს არის შანსი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

„ლელოს“ ლიდერის განცხადებით, დღეს ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია შესული და გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებშია.

„მთელი ეს პროცესი დავიდა მარტივ ფორმულაზე, პარლამენტში შეხვალ თუ არ შეხვალ, დაახლოებით ასე მიდის მსჯელობა, რა თქმა უნდა, ყველასთან არა, მაგრამ ადამიანებს ბოლოს ეს რჩებათ. პრაქტიკულად, ეს იმ პროპაგანდის შედეგია, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეწევა იმიტომ, რომ ამ საუბარში ადამიანებს დაავიწყდათ, რაზე ხდება მედიატორობა, რა საკითხებს ვიხილავთ. საკითხი ეხება 6-პუნქტიან დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა მაგიდაზე დადო. ეს არ არის ერთი საკითხი, ეს არის საკითხების კომპლექტი, რომელიც სჭირდება არა ოპოზიციას, არამედ ქართველ ხალხს. ჩვენს ინტიტუციონალურ განვითარებას, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და ქვეყნის ახალ ეტაპზე გადაყვანას. როცა საუბარია იმაზე, რა უნდა ოპოზიციას, გავიმეორებ იმას, რაც დანიელსონის ვიზიტის პირველ დღეს ვთქვი, ოპოზიცია პირველ დღესვე მზად იყო ხელი მოეწერა საკითხის 90%-ზე. საკითხი თითქმის შეთანხმებულად ჩავთვალეთ. „ლელო“ და სხვა ოპოზიციური ლიდერები მზად იყვნენ ამ დოკუმენტზე ხელი მოეწერათ. სამწუხაროდ, იმ დოკუმენტიდან არ დარჩა არაფერი, დარჩა წყალი, ჰაერი და უბრალოდ გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. ეს არ იყო ოპოზიციის დოკუმენტი, ეს იყო ბატონი დანიელსონის ჩაშლილი დოკუმენტი 6 პუნქტიდან გამომდინარე“, - განაცხადა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა