დოჰაში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა - Agriteq 2021 გაიხსნა

დოჰაში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა - Agriteq 2021 გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 15 ქართული კომპანია: „გურიელი“, „ნათსჯი“, „ჩიკორი“, „გეო ნატურალი“, „აგრითაჩი“, „ელექსირ საქართველო“, „ნუგბარი“, „რუხი 2“, „მაგრიტო“, „კამპა“, „მანნა“, „ბორჯომი“, „კულა“, Georgia' Natural და Kind&Noble.

„მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის გამო, კატარში დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, 2021 წელს Agriteq 2021-ში ქართული კომპანიებს კატარში საქართველოს საელჩო წარმოადგენს. Agriteq ყურის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომელსაც მრავალი ათასი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობას 42 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 208 ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებდა. გამოფენაში მონაწილეობა კიდევ ერთი შესაძლებლობაა კატარში და ყურის რეგიონში ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით. Agriteq 2021 წლის 27 მარტს დასრულდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა