თეა ახვლედიანმა პროექტი „ეთნიკური უმცირესობებისათვის უფასო იურიდიული სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა" გახსნა

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საინფორმაციო კამპანიის პროექტი - „ეთნიკური უმცირესობებისათვის უფასო იურიდიული სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა" მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

პროექტი წარმოადგენს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივას, რომელიც სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურთან“ თანამშრომლობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის" [PITA] მხარდაჭერით ხორციელდება.

თეა ახვლედიანმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო პროგრამებისა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხის შესახებ ცნობიერების გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სახელმწიფო მინისტრმა, ამ კონტექსტში აღნიშნა უფასო იურიდიული დახმარების სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით საინფორმაციო კამპანიის მნიშვნელობა. მან ხაზი გაუსვა, პროექტის მონაწილე ახალგაზრდების როლს, რომლებიც სპეციალური გადამზადების შემდგომ საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში.

„ჩვენი თანამოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების შესახებ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობისათვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, რაც ამავდროულად, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა. პროექტის ფარგლებში მონაწილე ახალგაზრდები, თანატოლგანმანათლებლები, თავდაპირველად გაეცნობიან უფასო იურიდიული დახმარების სახელმწიფო სერვისებსა და მათი გამოყენების შესაძლებლობებს. ამავდროულად, მათ მიეცემათ შესაძლებლობა განივითარონ საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები. პროექტის შემდგომ ეტაპზე, ტრენერთა სკოლის მონაწილეები თავად გახდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები და შეხვედრებს, საჭიროებისამებრ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მშობლიურ ენებზე ჩაატარებენ სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში, მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში,"- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

პროექტის პირველი კომპონენტი მოიცავს ტრენერთა ტრენინგს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები შეხვდებიან სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებს და მიიღებენ ინფორმაციას უფასო იურიდიული დახმარების სერვისების შესახებ. პროექტის შემდგომ ეტაპზე, ახალგაზრდები უფასო იურიდიული სერვისების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების სასკოლო საზოგადოებასთან და სოფლების რწმუნებულებთან. შეხვედრები ჩატარდება ასევე, ბოშათა თემის წარმომადგენლებთან საქართველოს მასშტაბით.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს