პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა მიმდინარეობს. ფრაქციის წევრებს შეხვედრამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა სავარაუდოდ, საუბარი მედიატორ კრისტიან დანიელსონთან „ქართული ოცნების“ ლიდერების დღევანდელ შეხვედრებს შეეხება. ლიდერები ფრაქციის წევრებს, სავარაუდოდ, იმ საკითხების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას, რომლებზეც მედიატორთან აუდიენციისას შეჯერდნენ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები - ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი დღეს კრისტიან დანიელსონს ორჯერ შეხვდნენ.