კრისტიან დანიელსონი  „ნაციონალური მოძრაობისა" და "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებს ხვდება

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "რესპუბლიკური პარტიის" წევრებს ხვდება.

მანამდე, დანიელსონმა დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერებთან უკვე ორჯერ გამართა შეხვედრები.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს, გვიან ღამით ჩამოვიდა. დანიელსონი 28 მარტს უკვე შეხვდა საქართველოში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან მედიაციის პროცესი კი, დღეიდან განაახლა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა