აკაკი მინაშვილი - გამომდინარე იმ განცხადებებიდან, რასაც დილიდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აკეთებენ, კარგად გამოჩნდა, რომ ისინი მზად არ არიან გადადგან ნაბიჯი კრიზისის გადასაწყვეტად

ჩვენი საფიქრალი არ არის რაიმე სახის თანამდებობები, სავარძლები ან სკამები პარლამენტში, ჩვენი მთავარი მიზანია ნორმალური, მშვიდობიანი გზით განხორციელდეს ქვეყანაში ცვლილებები და ამ ცვლილებებმა მოიტანოს სასიკეთო ძვრები ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მინაშვილმა აღნიშნა, ამისთვის მთავარია, პოლიტპატიმრები იყვნენ გარეთ, პოლიტიკური დევნა ქვეყანაში შეწყდეს, რომ აღდგეს გარკვეული ნდობა მხარეებს შორის, რომლებიც შემდგომ გააგრძელებენ მოლაპარაკებას.

ამასთან, მინაშვილმა გამორიცხა, რომ ნიკა მელიამ გირაო გადაიხადოს, რაც ოპოზიციის მხრიდან კომპრომისად ჩაითვლება.

ნიკა მელიას ადვოკატების ბრიფინგი არ ეხება გირაოს გადახდას, ამიტომ ეს საკითხი გამორიცხულია. ნიკა მელიამ გირაო არ გადაიხადა და აქედან გამომდინარე, არ დააკანონა და მწვანე შუქი არ მისცა ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას. ამიტომ ეს საკითხი გამორიცხულია. „ქართულმა ოცნებამ“ დააკავა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, დააკავა შტურმით და მიუღებელია ამ მიმართულებით რაიმე სახის დათმობა ჩვენი მხრიდან, რადგან ეს იქნება მწვანე შუქის ანთება პოლიტიკური დევნის. ამიტომ ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში.

ძალიან რთულია რაიმე სახის მოლოდინებზე ლაპარაკი, გამომდინარე იმ განცხადებებიდან, რასაც დღეს დილიდან აკეთებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. კარგად გამოჩნდა, რომ ისინი არ არიან მზად გადადგან ნაბიჯი ქვეყანაში კრიზისის გადასაწყვეტად, ისინი არ ფიქრობენ ჩვენი ქვეყნის ბედზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათი მთავარი საფიქრალი საკუთარ თავზე და საკუთარ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნვაა. ამიტომ მთავარი საკითხი, რომელიც ჩვენი მხრიდან დაისმება იქნება ის, რომ სწრაფად მოხდეს ნიკა მელიას გათავისუფლება, რადგან ის უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, რადგან ის არის პარტიის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

მისივე თქმით, პოლიტიკური დევნილია ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომლის მიმართაც ასევე უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის პოლიტიკური დევნა. უკვე 9 წელია ეს პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე პოლიტიკურად მართული სასამართლოს მიერ. მას უნდა მიეცეს საშუალება, რომ ჩაერთოს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებში. თუმცა, მიხეილ სააკაშვილმაც თქვა, რომ მთავარი მომლაპარაკებელი ამ პროცესში, ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს და ზოგადად, დევნა უნდა დასრულდეს! მიხეილ სააკაშვილის დევნა უნდა დასრულდეს! მე მესმის, რომ მათ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის, ეშინიათ „ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციური პარტიების, ამიტომ ახლა ყველა მათი ნაბიჯი მოტივირებულია იმით, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. ეს არის ძალიან ცუდი პირველ რიგში მათთვის, რადგან რაც უფრო მოუქნელები იქნებიან, რაც უფრო აგრესიულები იქნებიან, მით მალე მოხდება მათი პოლიტიკური კარიერის დასრულება!“- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს