ევროპარლამენტარები - მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, გვერდით გადადონ თავიანთი პარტიული ინტერესები საქართველოს მომავლისთვის

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას გვერდით გადადონ თავიანთი პარტიული ინტერესები საქართველოს მომავლისთვის, - ამ განცხადებით ევროპარლამენტარები საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.

ერთობლივი განცხადებით, ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ ევროკავშირის შუამავლობას და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებენ თავი შეიკავონ საქართველოში უკვე მწვავე პოლიტიკური კლიმატის კიდევ უფრო გამწვავებისგან.

2021 წლის 28 მარტს ევროკავშირის შუამავლობით საქართველოში ევროკავშირის პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ, წამყვან ევროპარლამენტართა ჯგუფი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს:

”ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას გვერდით გადადონ თავიანთი პარტიული ინტერესები საქართველოს მომავლისთვის, იმუშაონ კონსტრუქციულად კრიზისის გადასაჭრელად კომპრომისისა და შერიგების გზით და თავი შეიკავონ უკვე მწვავე პოლიტიკური კლიმატის გაღვივებისგან. ქვეყნის საპარლამენტო დემოკრატიის სტაბილურობა და მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები ყველაფრის ფასად უნდა შენარჩუნდეს.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის მედიაციის მცდელობებს, რომელიც ჩატარდა ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ. ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად, რაც ჯერ კიდევ შესაძლებელია და საქართველოს მოქალაქეები და მათი საჭიროებები დებატების წინა პლანზე დააყენონ. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეასრულებს თავის პასუხისმგებლობას და გამონახავს გამოსავალს არსებული კრიზისიდან.

ევროპარლამენტი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს არჩეულ გზას ევროკავშირთან უფრო ღრმა ურთიერთობისკენ. ჩვენ უზრუნველვყავით ქვეყნის მუდმივი მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა, რათა ქვეყანამ ეს გზა გააგრძელოს. ამასთან, მნიშვნელოვანი პროგრესი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ქართულ პოლიტიკაში ანტაგონიზმი და პოლარიზაცია შეიცვლება კონსტრუქციული თანამშრომლობის განცდით და როდესაც ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს სათანადოდ შეეძლებათ შეასრულონ თავიანთი როლები. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ამ რთულ ვითარებაში. მას შემდეგ, რაც მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას, ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა და ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერის ზომების სრული სპექტრი”, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა