პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომა დასრულდა. უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცახდებით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ საკითხებზე, რაც უმრავლესობის წევრებმა დღეს მედიატორ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე განიხილეს.
"ამ ფრაქციის სხდომაზე დამატებით ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რომელიც მოლაპარაკებებთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანი იყო, რომ ფრაქციის წევრთა პოზიცია დაფიქსირებული იყო იმ საკითხებზე, რაც უმრავლესობის ლიდერების მონაწილეობით მედიატორებთან განიხილეს. პარტიაში გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა და პოლიტსაბჭოსთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, უმრავლესობის ფრაქციის წარმომადგენლების პოზიციები",- განაცხადა მიქანაძემ.