აკაკი მინაშვილი - მედიატორს წინადადებები  არ შემოუთავაზებია - ჩვენი პოზიციაა, თუ მელიას და რურუას გათავისუფლება არ მოხდება, სრულფასოვანი მოლაპარაკებების გაგრძელება რთული იქნება

ჩვენი პოზიციაა, რომ თუ ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება არ მოხდება, სრულფასოვანი მოლაპარაკებების გაგრძელება იქნება რთული - საკუთარი წინადადებები მედიატორს არ შემოუთავაზებია, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა კრისტიან დანიელსონთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრები ხვალაც შედგება და რაღაც სურათი ალბათ გამოიკვეთება.

“საკუთარი წინადადებები მედიატორს არ შემოუთავაზებია. ჩვენი მთავარი საკითხები, რომლებიც ჩვენ წამოვწიეთ ისევ და ისევ უპირველეს ყოვლისა იყო "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი, გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი. ჩვენი პოზიციაა, რომ თუ ამ ორი ადამიანის გათავისუფლება არ მოხდება სრულფასოვანი მოლაპარაკებების გაგრძელება იქნება რთული. რაც შეეხება წინადადებებს შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, რაღაც სურათი ალბათ გამოიკვეთება.

რაში გამოიხატება ამ შემთხვევაში ხელისუფლების კომპრომისი?! მთელი დღის განმავლობაში საუბრობენ, რომ პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებენ, არადა მათ ძალიან კარგად იციან, მათ შორის ჩვენმა მეგობრებმა ევროპაში და შეერთებულ შტატებში, პოლიტპატიმრები არის მთავარი საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს , ისინი უარს ამბობენ ვადამდელ არჩევნებზე და ამ ორი საკითხის გარეშე საარჩევნო და სასამართლო რეფორმას, არ აქვს სრულფასოვანი აზრი. აი ის კანონმდებლობა რაც არის წარდგენილი, არც ერთ ამ კანონმდებლობაში არ არის წარდგენილი ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც მართლა შეცვლიდა გარემოს როგორც საარჩევნო, ასევე სასამართლო გარემოს. საარჩევნო გარემოს შესაცვლელად მთავარი ფაქტორი არის საარჩევნო ადმინისტრაცია და აქ ცვლილებები არ არის, ხელისუფლებას ისევ ერთპიროვნულად უნდა საარჩევნო ადმინისტრაციის დანიშვნა, სასამართლოს რეფორმასთან მიმართებაში ისევ ძველი მოსამართლეები არიან ამიტომ ესეც სიყალბეა ხელისუფლების მხრიდან. მთავარი პრობლემა ქვეყანაში ვერ გადაწყდება, ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას ვერ გააგრძელებს თუ არ იქნება ეს ორი მთავარი საკითხი. თუ პოლიტიკური დევნა ქვეყანაში არ შეწყდა ვითარება არ დამშვიდდება და არ ჩატარდება ვადამდელი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს აი ამ რეფორმების შემდეგ. აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო, საკითხები წამოვჭერით, განსაკუთრებით პოლიტპატიმრების საკითხი", - განაცხადა მინაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა