გიორგი ვაშაძე - დაუსრულებლად ხალხის ნერვებზე თამაში, ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ - მედიაციის მხარე გააკეთებს განცხადებას და გვეტყვის, როგორ უყურებენ პროცესს დღეის შემდეგ

ჩემი პოზიციაც ეს არის და ვუთხარი კიდეც მედიაციის მხარეს, დაუსრულებლად ხალხის ნერვებზე თამაში, ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ, - ამის შესახებ „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებულ დოკუმენტში გათვალისწინებული საკითხები საბოლოო დოკუმენტშიც აისახება, თუმცა როგორ და რა ფორმით, ეს ამ ეტაპზე უცნობია.

„ალბათ, ვუახლოვდებით მოლაპარაკებების დასასრულს. ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. მე ამის მომხრე ვარ და ეს არაერთხელ განმიცხადებია. ყველა ის საკითხი, რაც იყო შარლ მიშელის დოკუმენტში, აუცილებლად იქნება საბოლოო დოკუმენტშიც. ნამდვილად არ ვიცი საბოლოო შინაარსი, მაგრამ ვნახოთ, დაველოდოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მედიაციის მხარე გააკეთებს დღეს განცხადებას და გვეტყვის, როგორ უყურებენ ისინი პროცესს დღეის შემდეგ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც შარლ მიშელის დოკუმენტშია, ორივე საკითხი პოლიტპატიმრებთან და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება. რა იქნება შიგნით მოხსენიებული ან როგორი მეთოდით იქნება, რა მიდგომა იქნება გამოყენებული, ეს ნამდვილად არ ვიცი. რომ ვიცოდე, სიამოვნებით გეტყოდით, მაგრამ ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ მაქვს“,-განაცხადა ვაშაძემ.

მისი განმარტებით, პოლიტიკური კრიზისის დასრულებისთვის შეთანხმება აუცილებელია.

„ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩემი პოზიციაც ეს არის და ვუთხარი კიდეც მედიაციის მხარეს, დაუსრულებლად ხალხის ნერვებზე თამაში, ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ. ამისთვის აუცილებელია, რომ საბოლოო ნაბიჯებისკენ მივიდეთ. ან ხდება შეთანხმება ან ვერა, ორი ვარიანტია. ღიად და გულწრფელად გეუბნებით, ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი სამშობლოსთვის მგონია, რომ შეთანხმება მნიშვნელოვანია და უნდა მოხდეს, მაგრამ ასევე ვთქვი, რომ შეთანხმება ნებისმიერ საკითხზე ვერ მოხდება. ამაზე მივიღე პასუხი, რომ ამ დოკუმენტში ყველა საკითხი გათვალისწინებული იქნება“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ საკითხს სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ეკიდება და არა ვიწრო პარტიული ინტერესებიდან.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა