ბადრი ჯაფარიძე - შეთანხმების მიღწევის ერთადერთი გზა არის ის, რომ “ქართული ოცნება” აუცილებელ ცვლილებებს დაეთანხმოს

ჩვენი მიზნები ემთხვევა სტრატეგიულ პარტნიორების მიზნებს აბსოლუტურად - აქ შეფერხება ყოველთვის იყო “ქართული ოცნების” პოზიცია, რომელსაც არ უნდა არანაირი ცვლილებები, - ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ კრისტიან დანიელსონთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმების მიღწევის ერთადერთი გზა არის ის, რომ “ქართული ოცნება” დაეთანხმოს იმ აუცილებელ ცვლილებებს, რომელიც სჭირდება ქვეყანას.

“ჩვენ გვქონდა მედიატორებთან საუბარი ამ შეთანხმების მნიშვნელობაზე, იმაზე, რომ ამ შეთანხმებამ უნდა მოიტანოს ცვლილებები ამ ქვეყანაში, რეალური ცვლილებები, რომელიც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას. დღემდე ჩვენ ეს შეთანხმება არ გვქონდა იმის გამო, რომ “ქართული ოცნება” იმ მდგომარეობით, რომელშიც ვიმყოფებით, არის კმაყოფილი, ყველა ინსტიტუციის საქმიანობით არის კმაყოფილი - ასე ვერ გაგრძელდება იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, ამიტომ შეთანხმების ამოცანაა, რომ დაიწყოს ის აუცილებელი ცვლილებები, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამ ძალიან მძიმე კრიზისიდან, აუცილებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ საზოგადოებას ვუთხრათ, რომ დღეიდან იწყება ათვლის ახალი წერტილი. ევროკავშირი არის ჩვენი ქვეყნის ერთგულ მეგობარი, დაინტერესებულია სწორედ იმაში, რომ ქვეყანაში განვითარდეს დემოკრატია, დემოკრატიული ინსტიტუტები. ჩვენ ვართ ასევე დაინტერესებული ზუსტად იგივე საკითხებით, როგორიც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა აღწერეს და თქვეს, რომ მათი ამოცანაა, რომ ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან, მათი ამოცანაა, რომ დაიწყოს ინსტიტუციების რეფორმირება, დამთავრდეს პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, დამთავრდეს კონტროლირებადი სასამართლო, დამთავრდეს კონტროლირებადი საარჩევნო ადმინისტრაცია - ეს არის სწორედ ჩვენი მიზანიც. ჩვენი მიზნები ემთხვევა სტრატეგიულ პარტნიორების მიზნებს აბსოლუტურად - აქ შეფერხება ყოველთვის იყო “ქართული ოცნების” პოზიცია, რომელსაც არ უნდა არანაირი ცვლილებები. შესაბამისად, შეთანხმების მიღწევის ერთადერთი გზა არის ის, რომ “ქართული ოცნება” დაეთანხმოს აუცილებელ ცვლილებებს, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ყველა საკითხზე ვსაუბრობდით და ყველა საკითხზე უნდა იყოს შეთანხმება მიღწეული. სასამართლოს რეფორმას რასაც “ქართული ოცნება” ეძახის, ეს არ არის სასამართლო რეფორმა, სინამდვილეში ეს არის ფასადური რეფორმა და აბსოლუტურად არ აკმაყოფილებს ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებს”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა