დავით სონღულაშვილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს გიორგი პერტაიას შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

„მხარეებმა ასევე, განიხილეს კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები. გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები, რაზეც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს და სავაჭრო-სამრეწველო პალატას მომავალში აქტიური კომუნიკაცია ექნებათ. მხარეებმა მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოხატეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო