გიგა ბოკერია - კრიზისის განმუხტვისთვის ერთ-ერთი პუნქტია მელიასა და რურუას გათავისუფლება და რა ფორმით გაათავისუფლებენ, ამაში ჩაჯინებულები არ ვიქნებით

ვინაა ბესიკ ბოგველი?! - თუ მთავრობა ამ ფორმით გაათავისუფლებს მელიას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კრიზისის განმუხტვისთვის ერთ-ერთი პუნქტია, ორი ადამიანის ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება "რა ფორმით გაათავისუფლებენ ამაში ჩაჯინებულები არ ვიქნებით".

„ვინც უნდა მომწიფდეს პრინციპული გადაწყვეტილებისთვის, ამხელა ზიანის შემდეგ, რომელიც ქვეყანას მოუტანეს ეს ივანიშვილი და მისი გარემოცვაა. მთელი ეს რიტორიკა, რომელიც ქვეყნისთვის საზიანოა, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, როგორ უპასუხისმგებლო ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე.

ვინაა ბესიკ ბოგველი?! თუ მთავრობა ამ ფორმით გაათავისუფლებს მელიას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, პრინციპული პოზიცია გვაქვს, რომ პოლიტიკური პატიმარია ნიკა მელია, ისევე როგორც გიორგი რურუა. ამ კრიზისის განმუხტვისთვის ერთ-ერთი პუნქტია ამ ორი ადამიანის თავისუფლება და რა ფორმით გაათავისუფლებენ ამაში ჩაჯინებულები არ ვიქნებით, ამ შემთხვევაში თვითმიზანი ეს არ არის", - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის სურვილი "ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელმა ბესიკ ბოგველმა გამოთქვა, რაც ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება