საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ გივი ჭიჭინაძე აირჩიეს

საქართველოს რაგბის კავშირის ახლადარჩეული გამგეობის პირველი სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რაგბის კავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომას პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე თავმჯდომარის სტატუსით გაუძღვა, ხოლო გამგეობის წევრებმა თავისი რიგებიდან გამგეობის თავმჯდომარედ გივი ჭიჭინაძე ერთხმად აირჩიეს.

„თორნიკე გოგებაშვილმა, რომელიც 2020 წლის აგვისტოდან ახორციელებდა რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციებს, გამგეობის წევრებს წარუდგინა კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიში, რა დროსაც ისაუბრა კავშირის ფინანსურ მდგომარეობაზე და არსებულ გამოწვევებზე. ამის შემდეგ იოსებ ტყემალაძემ გამგეობას მოახსენა თავისი ხედვის შესახებ, რომელიც ეხებოდა რაგბის კავშირის კრიზისიდან გამოსვლის გეგმას და შესთავაზა გამგეობის წევრებს ეფიქრათ მის მიერ გაჟღერებულ პრობლემათა გადაჭრის გზებზე და სურვილის შემთხვევაში, განსახილველად წარმოედგინათ თავიანთი წინადადებები შემდგომ გამგეობის სხდომებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გამგეობის სხდომამ განიხილა ასევე სხვა საკითხები, რომლებიც ეხებოდა კავშირის ახალი წესდების პროექტს, განახლებული სადისციპლინო რეგულაციების მიღების საჭიროებას, კაცთა ლიგებში კოვიდ 19-თან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს, ინფრასტრუქტურულ საკითხებს, საფესტივალო ტურნირებს და ბავშვთა რაგბის საჭიროებებს საქართველოში, ბავშვთა რაგბის განვითარების ჭრილში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა