ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ავტოიმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ ავტოიმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებთან, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში შეხვედრა გამართა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად განიხილეს ავტოიმპორტიორების მხარდაჭერის მიზნით, დაგეგმილი საკანონმდებლო სიახლეები, რომლებიც ავტომობილების იმპორტის, ტრანზიტის და რეექსპორტის ხელშეწყობისა და კონტროლის პროცედურებს შეეხება.

"ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, იმპორტიორი უფლებამოსილი იქნება დადგენილი წესის შესაბამისად, დაიბრუნოს სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი იმპორტის გადასახადი და აქციზი 100 პროცენტის თუ აღნიშნული მსუბუქი ავტომობილი გაფორმდება ექსპორტის პროცედურაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას 180 კალენდარული დღის განმავლობაში (მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 90 კალენდარული დღის ნაცვლად). ამასთან ცვლილების თანახმად, საბაჟო საწყობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების განსათავსებელ ადგილებზე შესაძლებელი იქნება, ერთ სივრცეში (შერეულად) განთავსდეს, როგორც გაფორმებული, ასევე გასაფორმებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ავტოიმპორტიორებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის აქტუალურ კითხვებზე პასუხები მიეღოთ.

შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას, ასევე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები მერაბ არახამია და კიაზო ახალაია ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა