გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს 30 მარტს 11:00-დან 15:00 საათამდე შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 მარტს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს, მცხეთის რაიონის სოფლებში: საგურამო, ახალსოფელი, ტყანჭიქედი, მისაქციელი, აღდგომლიანთკარი და მიმდებაერე სოფლებში.
12:30-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: კაიშაურები, მათავარცლა, სეთურნი, ნავაზარი, წითელსოფელი, გუდაური, ნაოზა, ჭოპორტი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.