თურქეთში რესტორნები და კაფეები 50%-იანი დატვირთვით იმუშავებს, ძალაში რჩება „კომენდანტის საათი“

თურქეთში, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ნაწილობრივი შეზღუდვები ამოქმედდება, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთში რესტორნები და კაფეები 50%-იანი დატვირთვით იმუშავებს, ძალაში რჩება „კომენდანტის საათიც“, რომელიც 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში მოქმედებს.

ამასთან, ერდოღანის ინფორმაციით, მაღალი რისკის მქონე ქალაქებში ყოველ შაბათ-კვირას სრული „ლოქდაუნი“ იმოქმედებს. რამადანის თვის განმავლობაში კი, რომელიც 13 აპრილს იწყება და 13 მაისს სრულდება, უქმეების „ლოქდაუნი“ მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ძალაში.

ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთის 81 პროვინციიდან, 58, სადაც მოსახლეობის თითქმის 80 % ცხოვრობს, მაღალი რისკის მქონე რეგიონად ითვლება.

ერდოღანმა თურქეთში მიმდინარე ვაქცინაციის კამპანიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინის პირველი დოზა 8.5 მილიონ მოქალაქეს აქვს მიღებული, 6.6 მილიონი პირი კი უკვე სრულად, ვაქცინის ორივე დოზით არის აცრილი.

იხილეთ ვიდეო:თურქეთში რესტორნები და კაფეები 50%-იანი დატვირთვით იმუშავებს, ძალაში რჩება "კომენდანტის საათი"

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია