ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა წინამძღვრობიდან გაათავისუფლა

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა წინამძღვრობიდან გაათავისუფლა.

როგორც დედა სოსანა აცხადებს, ის მეუფე სტეფანემ კითხვების დასმის გამო გაათავისუფლა.

„წინამძღვრობიდან გადამაყენეს მხოლოდ იმიტომ, რომ დავსვი კითხვები იმაზე, რა ბრალდებაც მეუფე პეტრემ წაუყენა პატრიარქს - მაინტერესებდა, როდის ჩაინიშნება გაფართოებული კრება. მეორე კითხვა, რაც მქონდა, იყო ის, შეუძლია თუ არა მეუფე სტეფანეს იმ ბრალდებების დამტკიცება, რაც მეუფე პეტრეს წაუყენა. თუ ამ ბრალდებას არ დაამტკიცებს, გამოდის, რომ მეუფე სტეფანე არის ცრუ ეპისკოპოსი, ის ცრუობს, შფოთი შემოაქვს ეპარქიაში, არის ცილისმწამებელი და ცილისმწამებელ და ცრუ ეპისკოპოსს სახარება კრძალავს, რომ დაემორჩილო“, - განაცხადა დედა სოსანამ.

თათბირის ამსახველი ვიდეომასალა ეპარქიამ სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა. თათბირზე მეუფე სტეფანემ დედა სოსანას წინამძღვრობიდან გათავისუფლების გარდა, ზიარების უფლება აუკრძალა და ასევე, ავტომობილის დატოვება მოსთხოვა. გარდა ამისა, მეუფე სტეფანემ დედა სოსანა იმის გამოც გააკრიტიკა, რომ ლოცვებში პატრიარქს არ იხსენიებს.

„შენ რომ პატრიარქს არ იხსენიებ, ეს უკვე ამბოხია. შენ მოქმედებ არაკანონიკურად, დედაო და ეს ხომ ფაქტია?! შენ რას მელაპარაკები, არ გრცხვენია?! შენ ვინ ხარ?! შენ, დებილი დედაკაცი დადგები და ამხელა მღვდელმთავრებზე ასეთ რაღაცებს ლაპარაკობ. შენ ვინ ხარ?! მეუფე პეტრეს დაანებე თავი, შენ დაგღუპა მაგან. შენს თავს მიხედე, გადაგაყენე მონასტრის წინამძღვრობიდან, გადაგაყენე დედაო. შენ ზიარების უფლებას გიკრძალავ. დატოვე კრება და წინამძღვრობაც დატოვე. მანქანა იქ დატოვე - ეგ შენი არაა“, - მიმართა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ დედა სოსანას ეპარქიაში გამართულ თათბირზე.

იხილეთ ვიდეო: დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში - მეუფე სტეფანემ მონაზონთა წინამძღოლი შეცვალა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს