ალუდა ღუდუშაური - მელიას პრაქტიკულად თავის საკნის კარის გასაღები ჯიბეში აქვს - ყველანაირი სპეკულაცია, რომ უცხოპლანეტელები, X და Y პიროვნებები უხდიან გირაოს, არასერიოზულია

მელიას, პრაქტიკულად, თავის საკნის კარის გასაღები ჯიბეში აქვს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელოვნურად ცდილობდა ტეპრატურის აწევას და "სიტუაციის არევას" საქართველოში, რადგან სწორედ ეს აქვს სააკაშვილისგან დავალებული.

ღუდუშაური გამოეხმაურა ასევე მელიას ადვოკატის განცხადებას და მას სპეკულაცია უწოდა.

"არ ვიცი ახლა, უცხოპლანეტელები რომ მოვიდნენ და გადაუხადონ გირაო? - ამ შემთხვევაში როგორ დადგება საკითხი, დაუსრულებლად შეიძლება ამდაგვარი სპეკულაციები. არ ვიცი ბესიკ ბოგველი ვინ არის და ვის რას უხდიან. აქ მარტივად არის საქმე ბატონ მელიასთან დაკავშირებით, მას პრაქტიკულად აქვს თავის საკნის კარის გასაღები ჯიბეში. გადაიხდის გირაოს - დატოვებს საპატიმროს. აქ არის მარტივი გამოსავალი. სხვა ყველანაირი სპეკულაცია, რომ უცხოპლანეტელები, X და Y პიროვნებები უხდიან, არის არასერიოზული,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა აღნიშნა, რომ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის სურვილი "ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელმა ბესიკ ბოგველმა გამოთქვა, რაც მისივე შეფასებით, ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია.

თავად ბესიკ ბოგველი კი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის 40 000 - ლარიანი გირაოს გადახდის გადაწყვეტილება პოლიტიკოსისადმი თანაგრძნობის გამო მიიღო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დეტალებზე ტელევიზიების მიერ საეთერო სივრცის დათმობის შემთხვევაში ისაუბრებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო