სერგო ჩიხლაძე - 5-ვე პრინციპული საკითხი უნდა იყოს დოკუმენტში და ყველა ამ საკითხზე ველოდებით მედიატორის შემოთავაზებას

ველოდებით დოკუმენტს, ველოდებით შინაარსს და ჩვენი მხრიდან მზად ვართ გონივრული კომპრომისისთვის და ხელისუფლების მხრიდანაც ველოდებით ასევე, გონივრულ კომპრომისს“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

ჩიხლაძე იმედოვნებს, რომ დღეს მედიატორის მხრიდან „შუალედური ვარიანტი“ იქნება წარმოდგენილი.

„დაველოდოთ დღევანდელ დღეს და დოკუმენტს, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში, საბოლოოდ გასაჯაროვდება. კრისტიან დანიელსონმა იცის მხარეების პოზიციები და აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით, რომ შუალედური, შემხვედრი ვარიანტი იქნება. რაც შეეხება საკითხებს, 5-ვე საკითხი იქნება შემოთავაზებაში და ამაზე გუშინდელ შეხვედრაზეც კიდევ ერთხელ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან გიორგი ვაშაძემ და ჩვენმა კოლეგებმაც დააფიქსირეს, რომ 5-ვე საკითხზე უნდა იყოს გარკვეული გადაწყვეტა. წინა ეტაპებზე „ქართული ოცნება“ არ წამოვიდა შედარებით იოლ საკითხებზეც კი, რაც იყო სასამართლო, საარჩევნო საკითხები, წინასწარ გავლილ საკითხებზეც კი არ წამოვიდა. დაველოდოთ დღევანდელ დღეს და ამ დოკუმენტიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ვინ რაზეა წამსვლელი“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, დოკუმენტში, რომელსაც დღეს კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებს წარუდგენს, ყველა პრინციპული საკითხი უნდა იყოს გაერთიანებული.

„5-ვე პრინციპული საკითხი უნდა იყოს ამ დოკუმენტში. ამაზე თანხმდება ყველა ოპოზიციური პარტია. ეს ვადამდელი არჩევნების საკითხი, პატიმრები, სასამართლო, საარჩევნო სისტემა, ძალაუფლების გადანაწილება და ა.შ. ყველა ამ საკითხზე ველოდებით ჩვენ მედიატორის მიერ დოკუმენტს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს