სალომე სამადაშვილი - არასასურველი შედეგი დღეს საღამოს შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენ მივიღოთ დანაწევრებული ოპოზიცია

არასასურველი შედეგი დღეს საღამოს შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენ მივიღოთ დანაწევრებული ოპოზიცია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ იმ დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა პოლიტიკურ მხარეებს დღეს უნდა წარუდგინოს.

სამადაშვილის თქმით, მათ პარტიაში არის განწყობა, რომ შეთანხმებისათვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, თუმცა რამდენად შექმნის შეთანხმების შესაძლებლობებს წარმოდგენილი დოკუმენტი, ჯერ კიდევ უცნობია.

„ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად ჩვენი რაოდენობრივად მეტი მანდატისა, საკმაოდ პარიტეტულ საწყისებს ინარჩუნებს ოპოზიციურ გაერთიანებაში. ჩვენ ვითვალისწინებთ მათ შორის, ჩვენზე მცირე პოლიტიკური მოთამაშეების აზრს. დღეს საინტერესო დღეა და საინტერესოა, სად აღმოვჩნდებით. ჩვენ პარტიაში არის განწყობა, რომ შეთანხმებისათვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მაგრამ რამდენად შექმნის შესაძლებლობებს შეთანხმების შესაძლო ვარიანტი, ვნახოთ, დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ალბათ, არასასურველი შედეგი დღეს საღამოს შეიძლება იყოს, რომ ჩვენ მივიღოთ დანაწევრებული ოპოზიცია. ეს იქნებოდა არასასურველი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარიტეტული ყველას მიმართ. კრიზისი უნდა დასრულდეს, მაგრამ უნდა დასრულდეს იმგვარად, რომ გამარჯვებული დარჩეს დემოკრატიის მომავალი ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო