ჯანდაცვის მინისტრი - კვირის ბოლოს ჩვენ ველოდებით უკვე ჩინეთიდან ვაქცინის ჩამოტანას

კვირის ბოლოს ჩვენ ველოდებით უკვე ჩინეთიდან ვაქცინის ჩამოტანას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციოიო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციებს გადის, თუ როგორ მოიქცეს ამ ვაქცინასთან მიმართებით.

„რაც შეეხება დამატებით ვაქცინებს, კვირის ბოლოს ჩვენ ველოდებით უკვე ჩინეთიდან ვაქცინის ჩამოტანას. შესაბამისად, შემდეგ კვირაში ჩვენ გვექნება დამატებით ჩინური ვაქცინა, რომელიც ასევე არის აღიარებული უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან. 100 ათასი დოზა ვაქცინა იქნება ჩინეთიდან ჩამოტანილი. ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციებს გავდივართ, თუ როგორ მოვიქცევით ამ ვაქცინასთან მიმართებით. დაველოდებით მათ აღიარებას, თუ ისინი დაგვრთავენ ნებას, რომ უნგრეთის მსგავსად განვაგრძოთ ქვეყანაში ვაქცინაცია. მაშინ, როდესაც ვაქცინა ადგილზე იქნება, უკვე დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“,- განუცხადა ტიკარაძემ ჟურნალისტებს.

იხილეთ ვიდეო:ჯანდაცვის მინისტრი - კვირის ბოლოს ჩვენ ველოდებით უკვე ჩინეთიდან ვაქცინის ჩამოტანას

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს