ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ვაქცინაციის ჩატარებას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ვაქცინაციის ჩატარებას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ.

ამასთან, როგორც ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ოკუპირებული ტერიტორიის მკვიდრი სამედიცინო პერსონალისა და ასაკობრივი ჯგუფებისთვის ვაქცინების დოზა შეზღუდული არ იქნება.

„ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, გაიხსნება ფანჯრები, სადაც ისინი ვაქცინაციას შეძლებენ. მათთვის რეგისტრაციის მოდული სავალდებულო არ იქნება, რადგან ვთვლით, რომ ყველა პროცედურა, რომელსაც ეს ადამიანები გაივლიან, მაქსიმალურად გამარტივებული უნდა იყოს. დამატებითი სქემა, რაზეც შევთანხმდით, იგივე იქნება, რაც დანარჩენი მოქალაქეებისთვისაა.

ისინი უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებას მიმართავენ და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის და სურვილის დაფიქსირების შემთხევვაში გაივლიან რეგისტრაციას და ჩაიტარებენ ვაქცინაციას.

ვიცით, დაახლოებით რა რაოდენობის სამედიცინო პერსონალია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყოფება. შესაბამისად, ჩვენ, რა თქა უნდა, მათთვის საჭირო დოზა გვაქვს გამოყოფილი - დაახლოებით 500 დოზამდე. პენსიონერებთან დაკავშირებითაც ხედვა მეტად მკაფიოა, რადგან ისინი საპენსიო შეღავათებით სარგებლობენ და მათთან მიმართებით საბჭოს აქვს ხედვა, რა დოზების მარაგი იქნება საჭირო, თუმცა ვინაიდან მათი რეგისტრაციის ვალდებულება ამ პროცედურაში ჩადებული არ არის, დოზებს არ შევზღუდავთ. ამასთან, ისინი ვაქცინაციის არჩევაში შეზღუდულები არ იქნებიან“,- განაცხადა ტიკარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა