ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის სურვილი ამ დროისთვის 10 000-ზე მეტ ადამიანს აქვს გამოხატული

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დაემატება შესაბამისი ვებ-გვერდები, რის მერეც 14 აპრილის ფარგლებში მოქლაქეებს ვაქცინაციისთვის დარეგისტრირების შესაძლებლობა ექნებათ. მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინაზე 10 000-მე მეტი რეგისტრაციაა გავლილი.

„წინა დღეებში გვესმოდა ბევრი საყვედური, რომ რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ, თუმცა ეს მხოლოდ ერთი მიზეზით იყო გამოწვეული, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა. დაავადებათა კონტროლის ცენტრს მოდული გახსნილი ჰქონდა მხოლოდ 14 აპრილამდე, რაც შეთანხმებულია საბჭოსთან და ჩვენი გეგმით შემდგომ ვხსნით ყოველ ორკვირიან მოდულს რიგის მართვისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაემატება საიტები და შესაბამისად, შემდეგი დღეების განმავლობაში მოქალაქეებს მიეცემათ საშულება, რომ დარეგისტრირდნენ 14 აპრილის ფარგლებში. დღეისთვის დარეგისტრირებულია 14 ათას 97 ადამიანი, რამდენადაც არის ჩემთვის ამ ეტაპისთვის ცნობილი. აქედან, 10 000-ზე მეტი არის „ფაიზერზე“ განხორციელებული რეგისტრაცია. ვაქცინაცია „ფაიზერზე“ ხორციელდება თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ამტელ ჰოსპიტალში“, ბოკერიას კლინიკაში და „კავკასიის ცენტრში“. ამ კონკრეტულ დაწესებულებებში უბრალოდ დაემატება ამცრელთა ჯგუფები და ასევე, ამცრელთა ჯგუფების სამუშაო საათები გაიზრდება, რის ხარჯზეც მოხდება დამატებითი მოცულობების და ჯავშნების განხორციელება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს